კინო-პრემიერა მწვავე პროტესტის ფონზე.
თბილისის ხუთი კინოთეატრი ამ წუთებში პოლიციის კორდონებითაა ალყაშემორტყმული. სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა ბათუმში მდებარე კინოთეატრ „აპოლოსთანაც“. ქართულ-შვედური ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უკვე თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს. ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, „ქართული მარშის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კინოთეატრების შესასვლელებთან დგანან და ცდილობენ, შენობაში შევიდნენ და ჩვენება ჩაშალონ. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პრემიერაზე მისული მოქალაქეები კინო-დარბაზებში მაინც შევიდნენ. ჩვენების მოწინააღმდეგეები „ლგბტ პლიუს“ თემზე გადაღებული ფილმის შინაარსს მკაცრად გმობენ, მათ შორის არის რამდენიმე სასულიერო პირიც. კინო-სეანსის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და კინოთეატრებში შესვლა სცადეს, რისი საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, სადაც ნოდარ ჩაჩუა მუშაობს.