ცვლილება ტაქსების მოძრაობის წესში

ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი.

ივნისიდან ავტობუსების ზოლებში ტაქსების ნაწილს გადაადგილების უფლება მიეცემა. საუბარია იმ ავტომობილებზე, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება. ახალ რეგულაციას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტების ნაწილი, რომელიც საცობების შედარების ფონზე ე.წ. ბასლაინში საავტომობილო მოძრაობის კიდევ უფრო შეფერხებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობს. გასხვავებული პროგნოზი აქვს მერიას.