საერთაშორისო მასშტაბით, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 მილიონზე მეტი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სპეციალისტებმა მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 229 ათასზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს.
ბოლო 24 საათში, პლანეტის მასშტაბით დაიღუპა 5111 პაციენტი. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. შემთხვევეთა რაოდენობით პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც ვირუსი 3, 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, შტატებს მოსდევს ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი.