ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 

სტაბილურად მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გულმკერდისა და თავის არეში ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციების შემდეგ, ის ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობაზე ექიმებმა კონსილიუმზე იმსჯელეს. მედიკოსები აცხადებენ, რომ დღეს რაიმე დამატებითი ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის, თუმცა ექიმები არ გამორიცხავენ გამსახურდიას კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს. ცოტნე გამსახურდია გუშინ სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. სასწრაფოს ბრიგადამ ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა.

დღეს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ვინ დაესხა თავს ცოტნე გამსახურდიას და რას  მოჰყვა მისი დაჭრა უცნობია. მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.