მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ დავით სერგეენკო მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აუდიტის სამსახურის იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით ცე ჰეპატიტის სამკურნალო და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების წამალს 2018 წელს ვადა გაუვიდა. საუბარია იმ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ინფიცირებულებისთვის სახელმწიფო დონორებისგან უფასოდ იღებს. მთავრობის ყოფილი წევრი მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოყენებულ დაანგარიშების მეთოდოლოგიას ეჭვქვეშ აყენებს და ფაქტობრივ უზუსტობებზე მიუთითებს. ექს-მინისტრის აზრით, უწყებამ ფასები არასწორად დათვალა.
განმარტებების მიუხედავად, პოლიტიკურ სპექტრში თემა კიდევ ერთხელ გახდა მწვავე ურთიერთბრალდებების საგანი.