ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბაქრაძეს ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ცნობილია, რომ რობაქიძის საქმეზე მისი დაკითხვა 7 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე იგეგმება. ზურაბ ბაქრაძე გუშინ აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. მას ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებების ფალსიფიცირებისთვის.