ბუტა რობაქიძის საქმე

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების საკითხს, სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია განიხილავს. გადაწყვეტილების მოტივი ბრალდებულებისთვის სასამართლოს მიმართ სანდოობის გაზრდაა.

დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნით, შუამდგომლობას დააყენებს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამნაშავედ სცნო.