ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ხუთ-წლიანი სასამართლო სხდომები დასრულებულია. ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. მოსამართლე დავით მგელიაშვილი გადაწყვეტილებას 14 საათზე გამოაცხადებს. შსს, ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება: დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და ზაზა ბაქრაძეს. მათგან ბრალს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს, რომელსაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების პირობები წარუდგინა, 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით მსჯავრად უნდა გარდაიქმნას. თუმცა ამისათვის სასამართლოს თანხმობა არის საჭირო, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას განაჩენთან ერთად გამოაცხადებს.