ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბაქრაძეს ადვოკატი ხვდება

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ბაქრაძეს ადვოკატი ხვდება. ინტერესების დამცველი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ცნობილია, რომ რობაქიძის საქმეზე მისი დაკითხვა 7 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე იგეგმება. ზურაბ ბაქრაძე გუშინ აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. მას ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებების ფალსიფიცირებისთვის.