ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე მერიას მიმართავს

ვაკის პარკში სასტუმროს შესაძლო მშენებლობას ეხმაურება ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვას უკვე ვადა აქვს გასული და ამ თემით აპელირება მხარეების მხრიდან უცნაურია. მისივე ინფორმაციით, 2013 წელს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში ეს განკარგულება რამდენიმე კანონის დარღვევით იქნა მიღებული და შეუძლებელია კანონდარღვევით მიღებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა ჰქონდეს. ურბანისტი მერიას მოუწოდებს ნებისმიერ ფასად გამოისყიდოს ტერიტორია.

დატოვე კომენტარი