ბუტა რობაქიძის საქმეზე დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ. ისინი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. სასამართლომ ხუთ-წლიანი განხილვები დაასრულა და ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. ზაზა ბაქრაძეს კი პირობითი პატიმრობა განესაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა.