წინასასამართლო პროცესი

ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე  მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად დაუშვა, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებები ნაწილობრივ. ადვოკატმა  მტკიცებულებების დაუშვებლობა მოითხოვა, საუბარია ერთ-ერთ სატელეფონო ნომერზე. მისი თქმით, მტკიცებულება კანონის დარღვევითაა მოპოვებული. ბრალდების მხარის განცხადებით, მტკიცებულება კანონიერია.