ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

ბუტა რობაქიძის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული  ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის პროცესი ისევ გადაიდო. სხდომაზე ოქრუაშვილის ინტერესების დამცველი ისევ არ გამოცხადდა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაცვა განზრახ აჭიანურებს პროცესებს  და მოითხოვეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი 28 თებერვალს ჩაინიშნა.