ელენე ხოშტარია სანქცირებული ტვირთის საქართველოს გზით გავლაზე საუბრობს. პარტია „დროას“ ლიდერმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, ამერიკის ფინანსური დანაშაულის ქსელსა და ვაჭრობის დეპარტამენტს ეკუთვნის და რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოხსენიებულია. მისივე მტკიცებით, ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, როგორც საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისა და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთის გადასატანად გამოიყენება. დოკუმენტი 22 პუნქტისგან შედგება.
ხოშტარიას მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ სანქცირებულ პირთან, მიხეილ ფრიდმანთან ხელშეკრულება გააფორმა. მისივე თქმით, არსებობს ქვეყნისა და პორტის დასანქცირების რეალური საფრთხე და ხელისუფლებას განმარტებისა და დოკუმენტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ელენე ხოშტარიას ბრალდებებს და მოწოდებას მმართველ გუნდში უპასუხეს.