სანქცირებული ტვირთების კონტროლი

„სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველომ დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.