გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას განცხადება

გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, წერილი 7-9 მარტის საპროტესტო აქციას ეხებოდა, სადაც აქციის მონაწილეები უკანონოდ დაარბიეს. წერილის მიხედვით, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და თუ კი რაიმე არის არაკონსტიტუციური, ეს არის წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზით პოლიციის მიერ დემონსტრანტთა ძალადობრივი დარბევა, რამაც არაერთ ადამიანს დაზიანებები მიაყენა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, რომ „უცხოური აგენტების კანონი“ განხილვაში აღარ დაბრუნდეს და საქართველო პრორუსული პოზიციისგან დისტანცირდეს. წერილის მიხედვით, ის თუ როგორ ეპყრობა საქართველოს მთავრობა დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, იქნება ის, რაც განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას.