ბათუმის მერს მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევს.
ოპოზიციის პროტესტის მიზეზი ქალაქ პეტროზავოდსკში პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული ღონისძიებაა, რომლის პარტნიორად რუსულ საიტზე ბათუმის მერიაა მითითებული. პეტროზავოდსკის კულტურის სამსახურის ვებ-გვერდის მიხედვით, 11 აპრილს საქართველო-რუსეთის კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ბათუმიდან მომღერლების და მსახიობების ჯგუფიც აპირებს მონაწილეობას.
რუსეთში დაგეგმილი ღონისძიების გარშემო ბათუმის მერია და მასზე დაქვემდებარებული ორი სამსახური ერთმანეთისგან გასხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.