სასამართლო პროცესი

ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის განხილვა განახლდა სასამართლოში.

სხდომაზე მთავარ მოწმეებს უსმენენ. ესენი არიან სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. დასკვნას უნდობლობას უცხადებს დაცვის მხარე. ადვოკატები დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავება.