სამშენებლო დარგის ექსპერტების გადაწყვეტილება

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. უკვე ცნობილია  ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. მერიის პარალელურად, დაზარალებულებს ფართებს აჭარის მთავრობაც შესთავაზებს.