ხმაური ბათუმში

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო ბათუმის მერიასთან.

უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს მოძრაობა „გაბედეს“, „ალტერნატივისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ.

სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. პოლიციამ დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ადგილიდან განარიდეს.