გარემოვაჭრეების აქცია ბათუმში

გარემოვაჭრეების აქცია ბათუმში. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ხუთი თვის წინ ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა. ისინი ახალი სავაჭრო ადგილის გამოყოფას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მუშაობენ, გაუსაძლისი პირობებია.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მოვაჭრეები ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.