ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას

 

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ადასტურებს, რომ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა.

განცხადებას “ამერიკის ხმა” ავრცელებს. მასში ნათქვამია: “თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსერსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამან რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე” – განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. ჩრნადაკის განცხადებით, აღნიშნულმა რესპუბლიკა სრპსკას სტატუსი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის “საეჭვო საერთაშორისო სტატუსს” გაუთანაბრა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს. ასევე, ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრმა, მლადენ ივანიჩმა თქვა, რომ ამის შესახებ პრეზიდიუმმა არაფერი იცოდა.