პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა

კრემლში ცხინვალის არაღიარებული რეჟიმის ლიდერს კიდევ ერთხელ უმასპინძლეს. ვლადიმერ პუტინთან ბოლო ერთ წელში გამართული უკვე მეოთხე შეხვედრა მორიგი პროვოკაციული განცხადებებით დასრულდა.

რუსეთის პრეზიდენტი თვითაღიარებულ ლიდერს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და მხარდაჭერის გაზრდის პირობას აძლევს.

პუტინი ივნისში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებზე რუსეთის წარმომადგენლების გაგზავნასაც აპირებს.

რუსეთის და არაღიარებული ლიდერების გახშირებული შეხვედრების ფონზე პრაღიდან დაბრუნებული ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობაში შექმნილ ჩიხურ სიტუაციაზე საუბრობს.