„ბორჯღალოსნები“ „შემოდგომის თასი 2020“-ზე იასპარეზებენ

ისტორიული გადაწყვეტილება.

„ბორჯღალოსნები“ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშებენ. „შემოდგომის ერთა თასი 2020“, ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყება და მასში მონაწილეობას „ექვსი ერის“ გუნდებთან ერთად, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები მიიღებენ. გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბიმ და „ექვსი ერის“ მესვეურებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მსოფლიო რაგბიმ და „ექვსი ერის“ მესვეურებმა შემოდგომაზე მსგავსი ფორმატის, ერთჯერადი ტურნირის  ჩატარების გადაწყვეტილება, კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს. ექსპერიმენტული სარაგბო ტურნირის დაანონსების პირველივე დღიდან უცხოური მედია აქტიურად განიხილავდა „რვა ერში“ საქართველოს ნაკრების კანდიდატურას, ფიჯის, იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან ერთად. თუმცა მას შემდეგ, რაც იაპონელებმა და აფრიკელებმა შეჯიბრში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, მსოფლიო რაგბისა და „ექვსი ერის“ მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, ტურნირზე საქართველოსა და ფიჯის მორაგბეთა ეროვნული გუნდები მიიწვიეს.