საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ზედიზედ მეშვიდედ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა – პარიზში მიმდინარე პირველობაზე ქართველებმა პორტუგალიის ნაკრები 36:10 დაამარცხეს. „ბორჯღალოსნებს“ თავიდანვე ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა, პირველ ტაიმში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა ლელოს დადება. განსხვავებული იყო მატჩის მეორე ნახევარი, სადაც აკაკი ტაბუცაძემ პირველი ლელო დადო, ამის შემდეგ იყო მეორე ლელო ვანო კარკაძის შესრულებით.

საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა საქართველომ, მას მოჰყვება პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ბელგია და პოლონეთი.