ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი

დღეს, 4 აპრილს ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება. ტურნირი, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება, წელს მეხუთედ გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, „დინამოს“ აკადემიის მედია დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. დღესვე შედგება ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია,. „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ 4 ქვეყნის 5 გუნდია მიიწვია – იტალიური „ჯენოას“ და „მონცას“ აკადემიები, ასევე ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქ-შეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. ტურნირის გახსნის მატჩში მასპინძელი „დინამო თბილისი“ იტალიურ „მონცას“ დაუპირისპირდება.