საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია

„ბორჯღალოსნების“ მე-100 მოგება და მე-15 ტიტული – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხეს და წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს, რაც ახალი რეკორდია. პირველი ლელო პორტუგალიელებმა დადეს, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა თამაშის გამოსწორება და 10-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადო. ამ მოგებით საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდა.