ბათუმის არენა ისტორიულ სარაგბო მატჩს უმასპინძლებს

15:23, 10.07.2022

ბათუმის არენა დღეს ისტორიულ სარაგბო მატჩს უმასპინძლებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა და იტალიასთან ტესტ-მატჩისთვის მზადება დაასრულა. ამის შემდეგ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა და ნაკრების კაპიტანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. აქამდე საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივე მატჩი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

მსგავსი