გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული ლოჯისტიკის სარდლობა გახდა.

„3×3“ კალათბურთის ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 26 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.