კოტე მახარაძის სახელობის ტურნირი

თბილისის სპორტის სასახლეში ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 2010 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ფინალურ შეხვედრაში „დიღომმა“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა „ჯაკო“. გამარჯვებულები და საუკეთესოები ვეტერანმა ფეხბურთელებმა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა დააჯილდოეს.