"ბორჯღალოსნები" ხვალ რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდებიან

საქართველოსა მორაგბეთა ნაკრები ხვალ რაგბი-ევროპის გადამწყვეტ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდება. ერთა თასის გარდა, “დინამო-არენაზე” ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის მფლობელიც გაირკვევა.

საქართველოს ნაკრების მიზანია, რომ ჩემპიონის ტიტული და ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნოს, რომელიც შარშან რუმინელებმა მოიპოვეს. დღეს, “დინამო-არენაზე” კაპიტნების ვარჯიშები ჩატარდა. რის შემდეგაც საქართველოს და რუმინეთის გაერთიანებული წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა.