ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017 - საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა
„ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017″ – საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა. ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ჩვენს ქვეყანას 82 ქულა მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციით, საქართველო მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.