ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017 – საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა

12:31, 30.01.2018

„ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017″ –  საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა. ღია ბიუჯეტის ინდექსით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად,  ჩვენს ქვეყანას 82 ქულა მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციით, საქართველო მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

 

მსგავსი