მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარმოადგინა

მომავალი წლის ბიუჯეტის გარშემო განხილვის ბოლო რაუნდი იწყება.

მესამედ კორექტირებული საბოლოო ვარიანტი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ორგანომ 29 მილიარდამდე ლარით განსაზღვრული ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. პრიორიტეტები ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურაა. გათვალისწინებულია პენსიების და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა. საკომიტეტო მოსმენები წელსაც ხმაურიანი იქნება, რადგან ოპოზიციას მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმართ ამჯერადაც პრეტენზიები აქვს. შენიშვნები პრიორიტეტების განაწილებას, ხარჯვით ნაწილს და გამჭვირვალობას ეხება.