სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 ჯარისკაცმა ახალი საცხოვრებელი მიიღო. ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ. კორპუსებთან მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია. ახალმოსახლეობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს.