ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. საცხოვრებელ ფართებს კიდევ 104 ოჯახი მიიღებს. მათთვის კორპუსი დიდ დიღომში შენდება. კოოპერატიული ბინათმშენებლობით ჯამში 3 500-მდე ოჯახი დაზარალდა, მათგან 1 000-მდე ოჯახი ბინებს ჯერ ისევ ელოდება. რიგითობას სოციალური ქულები განსაზღვრავს. სწორედ ამ ქულების მიხედვით მიმდინარეობს ბინებით უზრუნველყოფის პროცესი.