ბინების გადაცემა

სამგორის რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს ბინები დაუკანონდა. მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის მერმა გადასცა. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში საცხოვრებლის დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და შესაბამისად, დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.