ვითარება უძრავი ქონების ბირჟაზე

თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვის მაჩვენებელი რეკორდულად არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, რომ ბოლო წლებში უძრავი ქონების მკვეთრი გაძვირება ფიქსირდება.

ცნობილი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ვაკეზე, საბურთალოსა და დიღომზეა. სწორედ ამ ტერიტორიებზე ფიქსირდება მშენებლობების სიჭარბე. სამშენებლო ნებართვების ჭარბად გაცემის და სამშენებლო ბუმის ფონზე გარკვეულ რისკებსა და საფრთხეებსაც პროგნოზირებენ.