აქცია ვაშლიჯვარში

პროტესტი ვაშლიჯვარში – მაჭავარიანის ორ ნომერში მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა კორპუსის საპარკინგე ნაწილში საცხოვრებელი ბინების მშენებლობა გააპროტესტეს. მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების თქმით კი ფართის გასხვისება კანონიერად მოხდა და ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალა რადიაციულად დაბინძურებულია.

მერიაში აცხადებენ, რომ ფართის ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებით, მოკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება სამშენებლო მასალის, კერძოდ ქვიშის რადიაციული დაბინძურების საკითხს, მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტავენ, რომ მათ ჯარიმა მასალის ღია ცის ქვეშ განთავსების გამო, კომპანიას უკვე დააკისრეს.