სახლები დევნილებისთვის

აფხაზეთიდან დევნილ კიდევ 600 ოჯახს ბინა გადაეცა. ზუგდიდში ექვსი, მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების მფლობელი 600 დევნილი ოჯახი გახდა. მათ საცხოვრებელი ბინები სრული რემონტით ჩაბარდათ. მოეწყო მისასვლელი გზები, გამწვანების ზოლი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცე. კორპუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.