ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია. ახალი ბინების გადაცემის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა ოთხი სოციალური სახლი და 112 ოჯახს გადაეცა ბინა.