ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ძველი შემადგენლობას ბიუჯეტის დამტკიცებას შესაძლებლობას არ მისცემენ. მათი განცხადებით, სხდომას ისინი ჩაშლიან. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმური იქნება. ამ განცხადებას არ უერთდება გიორგი გახარიას პარტიის წევრი.