ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა

15:15, 01.06.2023

ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე ითხოვენ, რომ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისთვის სანქციები მთავრობის წევრებზეც გავრცელდეს. ამ მიზნით დეპუტატებმა რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს. დღეს მოქმედი ნორმით, პარლამენტი თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების რამდენიმე ფორმას იყენებს, მათ შორის იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას. რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე განმარტავენ, რომ პარლამენტის წინა რეგლამენტში არ იყო მთავრობის წევრების მიმართ გათვალისწინებული გამონაკლისები, ხოლო ახალი რედაქციით გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მთავრობის წევრს იმ შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მსგავსი