„აწარმოე საქართველოში“ - საინვესტიციო შედეგები

რამდენად უწყობს ხელს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვას.

სააგენტომ 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები და საინვესტიციო აქტივობები შეაჯამა. სამწლიანი შედეგი საერთო ჯამში ერთი მილიარდი ლარის ინვესტიციას შეადგენს. სწორედ ამ ოდენობის უცხოური ინვესტიცია მოიზიდა სააგენტომ ბოლო სამ წელიწადში. სფეროები, სადაც უცხოურმა კომპანიებმა კაპიტალი დააბანდეს, მრავალფეროვანია. საერთაშორისო ინვესტიციების გასაზრდელად სააგენტომ მომდევნო ოთხი წლის სტრატეგიაზე დაიწყო მუშაობა.