ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Veolia ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერი კომპანია „ვეოლია ჯგუფის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. კომპანია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ფრანგული კომპანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს. „ვეოლია ჯგუფს“ მსოფლიოს მასშტაბით 220 000 თანამშრომელი ჰყავს.