ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. კრწანისის ქუჩაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი მუხრუჭების გაუმართავობის გამო ბორდიურზე ავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტობუსის მძღოლს ჯარიმის სახით 250 ლარის გადახდა დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.