ავტომობილების ტექინსპექტირების გაზრდილი ტარიფი

ტექნიკური დათვალიერების ტარიფში ცვლილებაა. პროცედურის მეორედ გავლა ფასიანი ხდება. საუბარია 20-ლარიან გადასახადზე. ტექინსპექტირებას ავტომობილი მეორედ იმ შემთხვევაში გადის, თუ პირველი პროცედურის დროს ხარვეზები გამოვლინდება. ტარიფის დაწესების მიზეზად მიმართვიანობის შემცირება სახელდება, რაც მძღოლების მხრიდან ჯარიმების გადახდას და ამ გზით ტექნიკური დათვალიერების ხელახლა გავლის თავიდან აცილებას უკავშირდება. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით სფეროს წარმომადგენლები გამოსავალს არა ახალი ტარიფის დადგენაში, არამედ ჯარიმების გაზრდაში ხედავენ.

პარლამენტში შესული შესაბამისი ინიციატივის განხილვა ჭიანურდება.