თბილისის მთავრობის სხდომა

2 მარტიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ახალი ავტობუსი იმუშავებს – ისინი N 301, N 308 და N 314 მარშრუტებზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ყიდვაც არის დაგეგმილი, რისთვისაც თბილისის მერიამ დღეს კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მძღოლებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს კი შეახსენა, რომ პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ტაქსის ნებართვა ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.