ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი

„ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. იგი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს, თავად კუპრაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

შეგახსენებთ, ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.