თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 7 და დაშავებულია 23 ადამიანი. არსებული ცნობებით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.